ოპენჰაიმერი იაკობ რობერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაკობ რობერტ ოპენჰაიმერი

იაკობ რობერტ ოპენჰაიმერი – ამერიკელი ფიზიკოსი.

1925 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, 4 წლის შემდეგ კი ხდება კალიფორნიის უნივერსიტეტისა და პასადენის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი. მისი ძირითადი ნაშრომები მიეკუთვნება კვანტურ მექანიკას და ატომური ბირთვის თეორიას.

1927 წელს დაამუშავა ორატომიანი მოლეკულის აღნაგობის თეორია. ამერიკელ ფიზიკოს ფილიპსთან ერთად გამოიკვლია ბირთვული რეაქციები რომლებიც წარმოიქმნება დეიტრონის ატომურ ბირთვთან შეჯახებით, სხივებისგან განსხვავებით, ამ რეაქციაში დეიტრონისაგან შეიძლება ამოვარდეს პროტონი ან ნეიტრონი, ამასთან ეს მეორე ნაწილაკი კი საერთოდ არ აღწევს ატომის ბირთვში. მიმდინარეობს პროცესი ოპენჰაიმერ–ფილიპსის პროცესად წოდებული. ოპენჰაიმერს მიეკუთვნება შრომები γ – სხივების შინაგან კონვერსიაზე.

II მსოფლიო ომის დროს 1942 წლიდან 1945 წლამდე ოპენჰაიმერი ხელმძღვანელობდა მთავარ ამერიკულ ბირთვულ ლაბორატორიას (ლოს ალამოსში), სადაც ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობდნენ ცნობილი მეცნიერები.

1946 წელს ოპენჰაიმერი, ცნობილი როგორც „ატომური ბომბის მამა“, გამოვიდა ბირთვული ენერგიის გამოყენების საერთაშორისო კონტროლის პროექტით. 1946 წლიდან აშშ-ს ატომური ენერგიის კომისიის არსებული კონსულტატიური კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის დროს იგი არ ეთანხმებოდა წყალბადის ბომბის შექმნის პროექტს.

1963 წელს ოპენჰაიმერს ფერმის სახელობის პრემია მიანიჭეს.



წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები