ოპერატიული გამოყენება (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერატიული გამოყენება - შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის, ჯარების გვარეობების და სპეციალური ჯარების ნაწილების (ხომალდების), შენაერთების, გაერთიანებების ორგანიზაციული მოქმედების შერჩეული ვარიანტი ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე. აგრეთვე, სხვადასხვა სახეობის (ბუნებრივი, ეკონომიკური და სხვა) რესურსების გამოყენება ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით, როგორც მშვიდობიანობის და/ან საფრთხის მოლოდინის პერიოდში, ისე ომის მიმდინარეობისას.

ჯარების (ძალების) ოპერატიული გამოყენების ფორმებს წარმოადგენს ოპერაცია, ბატალია, საბრძოლო მოქმედებები (მათ შორის საჰაერო თავდაცვის ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების, სამხედრო-საზღვაო ძალების და საშუალებების სისტემატური საბრძოლო მოქმედებები), აგრეთვე დარტყმები და მანევრები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები