ოპერატიული დაგეგმვის დირექტივა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერატიული დაგეგმვის დირექტივა - სტარატეგიული სარდლობების მიერ დაქვემდებარებული სამეთაურო შემადგენლობისთვის შექმნილი ოპერატიული დაგეგმვის ძირითადი დირექტიული დოკუმენტი.

ოპერატიული დაგეგმვის დირექტივა მზადდება ორი სტრატეგიული სარდლობის მიერ და განკუთვნილია ნატოს სამეთაურო შემადგენლობისთვის და მონაწილე სახელმწიფოებისთვის.

ეს დოკუმენტი შეიცავს სტრატეგიული მდგომარეობის ფართო მიმოხილვას, იძლევა მითითებებს მოქმედებების კოორდინაციაზე და ჩრდილოატლანტიკური სტრატეგიული სარდლობის განმარტების საფუძველზე საერთო მიდგომას. მასში მითითებულია სტრატეგიული სარდლობების საერთო და კონკრეტული ამოცანები და მოვალეობები. აგრეთვე განსაზღვრულია ხელქვეითი სარდლობების ამოცანები და მოვალეობები, მათ შორის – მშვიდობის მხარდაჭერის, კრიზისების რეგულირების და კოლექტიური თავდაცვის. შეიცავს სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავენ ჯარების დამოუკიდებლად ან კოალიციური გაშლის მომზადების შესაძლო ხერხებს და ადგილებს.

ოპერატიული დაგეგმვის დირექტივა მტკიცდება სამხედრო კომიტეტის მიერ და ცნობისათვის წარედგინება ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ან სამხედრო დაგეგმვის კომიტეტს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები