ოპერატიული ცნობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოპერატიული ცნობა - გაერთიანების (შენაერთის) შტაბის საბრძოლო საანგარიშო-საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც, ჩვეულებრივ, წინა დღე-ღამის ან საბრძოლო მოქმედების პერიოდის (შემაჯამებელი) ვითარების მონაცემებს შეიცავს.
ოპერატიული ცნობში გაშუქებულია:
- მთლიანად გაერთიანებების (შენაერთების) მოქმედების ხასიათი, მდგომარეობა და მდებარეობა;
- მოწინააღმდეგის ჯარების დაჯგუფება, მდგომარეობა და მოქმედების ხასიათი;
- საკუთარი შენაერთების (ნაწილების) მდებარეობა და მდგომარეობა ორი საფეხურით დაბლა;
- დანაკარგი და ნადავლ-ნაალაფავი;
- მატერიალური უზრუნველყოფა;
- მოკლე ცნობები მეზობლების მდგომარეობისა და მოქმედებების, აგრეთვე სხვა მონაცემები საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ.