ოპერატიულ-ტაქტიკური გაერთიანება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოპერატიულ-ტაქტიკური გაერთიანება - (ზოგჯერ უწოდებენ ოპერატიულ-ტაქტიკურ ან უმაღლეს ტაქტიკურ შენაერთს), კორპუსი, ესკადრა და სხვა.შედგება შენაერთებისა და ნაწილებისაგან. განკუთვნილია ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური ამოცანების შესასრულებლად. შედის ოპერატიული, ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანების შემადგენლობაში. ოპერატიულ-ტაქტიკურ ტერიტორიულ გაერთიანებას წარმოადგენს სამხედრო-საზღვაო ბაზა.