ოპერაციები ღია ბაზარზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერაციები ღია ბაზარზე - (open-market operation), ცენტრალური ბანკის მიერ ფულის მიწოდების ცვლილების (ზრდა ან შემცირება) განხორციელება სახელმწიფო ყიდვა-გაყიდვის გზით. თუკი ცენტრალურ ბანკს სურს ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობა გაზარდოს, მაშინ ის ყიდულობს ობლიგაციებს, მიმოქცევაში ზრდის ფულის რაოდენობას. თუკი ცენტრალურ ბანკს სურს ეკონომიკაში ფულის რაოდენობა შეამციროს, იგი ყიდის მის ხელთ არსებულ ობლიგაციებს, რითაც მიმოქცევიდან ამოიღებს ფულის გარკვეულ რაოდენობას. პირველ შემთხვევაში ადგილი აქვს ღია ბაზარზე ექსპანსიურ ოპერაციებს ვინაიდან ფულის მიწოდების ექსპანსიას ახდენს), ხოლო მეორე შემთხვევაში - ღია ბაზარზე შემზღუდველ ოპერაციებს (ვინაიდან ცენტრალური ბანკი ფულის მიწოდებას ზღუდავს, ამცირებს). ექსპანსიური ოპერაციები ღია ბაზარზე ობლიგაციების ფასების ზრდასა და საპროცენტო განაკვეთის შემცირებას განაპირობებს. შემზღუდველი ოპერაციები ღია ბაზარზე ობლიგაციებზე ფასების შემცირებასა და საპროცენტო განაკვეთის ზრდას განაპირობებს.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები