ოპერა-კომიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერა-კომიკი – ფრანგული მუსიკალური თეატრის ჟანრი. ჩამოყალიბდა XVIII ს. საბაზრო კომედიისაგან, რომელსაც თან ერთვოდა სიმღერები. ოპერა-ბუფასაგან განსხვავებით ოპერა-კომიკს ახასიათებდა მუსიკალური ნომრების შეხამება სალაპარაკო დიალოგებთან. XIX ს. ოპერა-კომიკის ჟანრმა განვითარების მაღალ წერტილს მიაღწია და გამდიდრდა ახალი ნიშან-თვისებებით. შემდგომში ოპერა-კომიკი თანდათანობით გამოდევნა ოპერეტამ.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები