ოპერა-სერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოპერა-სერია – (იტალ. opera seria – სერიოზული ოპერა), იტალიური ოპერის ნაირსახეობა. იქმნებოდა ჰეროიკულ-მითოლოგიურ ან ლეგენდარულ-ისტორიულ სიუჟეტებზე, ჩამოყალიბდა XVII ს. დასასრულსა და XVIII ს. დასაწყისში ნეაპოლური სკოლის კომპოზიტორთა შემოქმედებაში (ა. სკარლატი და სხვ.).