ოპისთოდომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოპისთოდომი – (ძვ. ბერძ. ὀπισθόδομος), ნაოსისაგან ყრუ კედლით გამიჯნული სათავსი, რომელიც ტაძრის უკანა მხარეს ექცევა. ოპისთოდომში ხშირად ორი სვეტი იყო აღმართული. აქ ინახებოდა ტაძრის ქონება (ათენის პართენონში იგი ქალაქის ხაზინასაც წარმოადგენდა).