ორანჟერეა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორანჟერეა (ფრანგ. orangerie < orange ფორთოხალი), სპეციალური ყოველმხრივ შემინული სათავსი, სადაც სინათლის, წყლისა და სითბოს საჭირო პირობების დაცვით აშენებენ თბილი ქვეყნის მცენარეებს, ხილს, ბოსტნეულს, ყვავილებს და სხვ. სეზონისგან დამოუკიდებლად.