ორბელიანი თამაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორბელიანი თამაზ − (1768 − 1815), იყო მეფე ერეკლე II-ის დის, ანას, შვილიშვილი. 1801 წელს თავის ბიძა (დეიდის ქმარი) ფარნაოზ და იულიონ ბატონიშვილებთან ერთად გადაიხიზნა იმერეთს; როცა ფარნაოზ და იულონი იმერეთს გადაიხვეწნენ, მაშინ მათ და მათ მხლებლებზე გამოითქვა ლექსი:
- „ლომნი კატურად გარბიან
- ერთითა შეძახილითა
- ამილახვარი მოჰყავდათ
- ერთითა შეძახილითა,
- იულონ თქმით, თამაზ ბანით,
- ფარნაოზ მოძახილითა“.
1812 წლიდან იყო თავადაზნაურობის საგუბერნიო მარშალი. 1813 წელს სხვა თავადებთან ერთად გაჰყვა რტიშჩევს გულისტანის ზავის დასადებად სპარსეთთან. დაკრძალულია სიონის ტაძარში.