ორგანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორგანი

ორგანი – (ლათ organum<ბერძ. organon იარაღი, ხელსაწყო), კლავიშიანი სასულე მუსიკალური საკრავი. შედგება ერთ კორპუსში მოთავსებული სხვადასხვა ზომის ხის ლითონის მილებისა და პნევმატიკური სისტემისაგან. საკრავს მიდგმული აქვს სამართავი ანუ საშემსრულებლო კათედრა, რომლის პულტზედაც ხელისა (მანუალი) და ფეხის (პედალი) კლავიატურებთან ერთად თავმოყრილია ყველა რეგისტრის სახელურები. ეს სახელურები ამოძრავებს სათანადო ბერკეტებს, აკავშირებს მათ ერთმანეთთან და დამატებითი მილების ჩართვა-გამორთვასა და ხმოვანების გაძლიერება-შესუსტებას ემსახურება. ორგანს შეიძლება ჰქონდეს 1-7 მანუალი (თითოეულს 72-მდე კლავიში აქვს) და პედალი (32 კლავიშიანი). ზოგიერთი თანამედროვე ორგანს 2 პედალი აქვს. ორგანს რეგისტრებად დაყოფილი რამდენიმე მილი აქვს. თითოეულ რეგისტრს მისთვის დამახასიათებელი ტემბრი აქვს. ირთვება ბერკეტით ან კნოპით.

საორგანო მუსიკა იწერება 3 სანოტო დგანზე რეგისტრის მიუთითებლად. ორგანს შეიძლება ჰქონდეს 3 სახის გადაცემათა სისტემა (ტრაქტურა): მექანიკური, პნევმატიკური და ელექტრული. საუკეთესოდ ითვლება მექანიკურისა და ელექტრული ტრაქტურების შეთანხმება. გიგანტური ორგანი დგას მოსკოვის, ლენინგრადის, რიგის, კიევის, თბილისის, ტალინის, ტაშკენტის საკონცერტო დარბაზებში.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი [კატეგორია:კლავიშიანი საკრავები]]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები