ორგანული არქიტექტურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორგანული არქიტექტურა – არქიტექტურული რაციონალიზმის წინააღმდეგ მიმართულმა რეაქციამ 50-იანი წლების მეორე ნახევარში, მკვეთრად გააძლიერა ინტერესი „ორგანული არქიტექტურის-სკოლისადმი“. „ორგანული არქიტექტურის“ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს არქიტექტურის კავშირი ბუნებასთან, ეს პრინციპი მკვეთრად განსხვავდებოდა ფუნქციონალიზმის თეორიისა და პრაქტიკულ დებულებათაგან. ფუნქციონალიზმი ნაგებობას განიხილავდა როგორც თავისებურ აგრეგატს, რომლის ფორმაც განისაზღვრება მისი ფუნქციებით „ორგანული არქიტექტურა“ თვლიდა, რომ შენობის კომპოზიცია ორგანულად უნდა იყოს დაკავშირებული ბუნებრივ გარემოსთან.