ორენოვანი ტესტი-რეტესტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორენოვანი (ბილინგვური) ტესტი-რეტესტი - (bilingual test-retest), ფსიქომეტრული ტესტების თარგმანის ხარისხის შეფასების საშუალება, როდესაც ადამიანები, რომლებიც იცნობენ ორივე ენას (ე.ი. ორიგინალისა და თარგმანის ენას), ასრულებენ ერთსა და იმავე ტესტს ორ ენაზე; შემდეგ ცდის პირთა ორივე შედეგი ედარება ერთმანეთს, რათა შეფასდეს მსგავსებები და განსხვავებები შედეგებს შორის.