ორთითა სახურავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორთითა სახურავი („პეპელა“) (ინგლ. butterfly roof) – V-ებრი ფორმის ორფერდა სახურავი, რომლის ფერდები დახრილია ქვევით სახურავის შუა ნაწილისაკენ. ფორმის გამო ასეთ სახურავს „პეპელასაც“ უწოდებენ. იგი ასოცირდება XX საუკუნის ამერიკულ არქიტექტურასთან, თუმცა საკმაოდ გავრცელებული იყო შუა საუკუნეების ქართულ ტერასულ არქიტეტურასა და ბრიტანული ვიქტორიანულ სტილის ქალაქთმშენებლობაში (ე. წ. „ლონდონური სახურავები“).