ორთქლის ქვაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორთქლის ქვაბი

ორთქლის ქვაბი – საცეცხლურის მქონე დახშული ჭურჭელი, რომელშიც გამომუშავდება ატმოსფერულზე მაღალი წნევის ორთქლი. მისი დანიშნულებაა გაჯერებული ან გადახურებული აი-რის გენერაცია. სამუშაოდ გამოიყენება საწვავის ენერგია, რომელიც იწვის საცეცხლეში, ელექტრული ენერგია (ელექტული ორთქლის ქვაბი) ან უტილიზებული სითბო, რომელიც გამოიყოფა სხვა დანადგარში.

ორთქლის ქვაბი 1- მკვებავი ტუმბო; 2-ეკონომაიზერი, 3-ამწევი მილები; 4-დამწევი მილები; 5-დოლი; 6-ორთქლის გადამხურებელი; 7-ტურბინისაკენ; 8-საცირ-კულაციო ტუმბო

დანიშნულების მიხედვით არსებობს: ენერგეტიკული (გამოიმუშავებს ორთქლს ორთქლის ტურბინებისათვის), სამრეწველო (გამოიმუშავებს ორთქლს ტექნოლოგიური დანიშნულებით) და ქვაბი-უტილიზატორები; სითბოს გადამცემი გარემოს (საკვამლე არების, წყლისა და ორთქლის) ფარდობითი მოძრაობის მიხედვით: აირმილოვანი და წყალმილოვანი. წყალმილოვანი ქვაბები წყლისა და ორთქლის მოძრაობის პრინციპის მიხედვით, ორგვარია: დოლური და პირდაპირი დინების (ანალოგიურია დოლურის, ოღონდ დამწევი მილებისა და დოლის გარეშე). ორთქლის ქვაბი გამოიყენება ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ორთქლის ტურბინებში, საცხოვრებელი სახლების ცენტრალური გათბობის სისტემებში, რკინაბეტონის ქარხნებში, ხის საამქროებსა და მრეწველობის სხვა დარგებში.









წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები