ორიენთობილჰარცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორიენთობილჰარცია (Orienthobilharzia; ბერძნ. orienthos აღმოსავლეთი + ექიმ ბილჰარცის პატივსაცემად) – ტრემატოდების გვარი; მიეკუთვნება Schistosomatata-ს ქვერაზმს. სქესგაყოფილი მწოველები.
Orienthobilharzia turkestanica (გამოვლენილ იქნა თურქმენეთში) – სახეობა, პარაზიტობს ცხვრის, თხის, ძროხეულის ორგანიზმში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – მტკნარი წყლის მოლუსკები. მცოხნელი ცხოველების ორიენთობილჰარციოზის აღმძვრელი.