ორიონი (ეგვიპტური მითოლოგია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორიონი – ორიონის თანავარსკვლავედს, სადაც ვარსკვლავების განლაგება ადამიანის სილუეტს ჰგავს, ეგვიპტელებმა ძალიან ადრე მიაქციეს ყურადღება. ჯერ კიდევ პირამიდების ტექსტებში მასზე ნათქვამია: „წინ გაწეული ფეხით, ფართე ნაბიჯით, მბრძანებლობს ზემო ეგვიპტეში“. ეგვიპტური წარმოდგენით, გარდაცვალების შემდეგ ოსირისი ორიონად გადაიქცა. თანამედროვე ასტრონომების დაკვირვებით, ორიონის „სარტყელი“ (სამი ვარსკვლავის განლაგება მის შუაში) აბსოლუტურად არის გამეორებული გიზეს სამი დიდი პირამიდის განლაგებაში.