ორკუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორკუსი – (რომ.) სიკვდილის ღვთაება რომაულ მითოლოგიაში. მისი დანიშნულება იყო ადამიანთა სულების ჩაყვანა მიწისქვეშეთში. ორკუსი თანდათან დაემსგავსა ბერძნული მითოსის ჰადესს. მოგვიანებით ორკუსი მიწისქვეშა სამყაროს სინონიმად იქცა.