ორლენევი პაველ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაველ ორლენევი

პაველ ორლენევი – (რუს. Па́вел Орле́нев, ნამდვილი გვარი ორლოვი, 1869-1932), რუსი მსახიობი. ვინაიდან, იმდროინდელი გაგებით, არ გააჩნდა მონაცემები დრამატული როლების შესასრულებლად (იყო ტანდაბალი, სუსტი აგებულების, არცთუ ძლიერი ხმის პატრონი), პირველ ხანად თამაშობდა კომიკურ როლებს, თუმც ამ როლებშიც, საკმაოდ ხშირად, ავლენდა დრამატულ ტემპერამენტს. მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში გარდამტეხ მომენტად იქცა მეფე თევდორეს როლის თამაში (ა. ტოლსტოი), სადაც გამოვლინდა მისი უდიდესი ტრაგედიული ნიჭი. ამ დროიდან მოყოლებული, მან ითამაშა არა ერთი როლი სულიერად გაორებული, ფსიქიკურად დათრგუნული ადამიანებისა, რითაც საფუძველი ჩაუყარა ახალ ამპლუას რუსულ თეტრში „ნევრასთენიკს“. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ როლს იგი თამაშობდა შემზარავი ნატურალისტური და კლინიკური სიზუსტით, ფსიქიკური აშლილობის დეტალური დახასიათებით. იგი იყო ე.წ. მსახიობი-გასტროლიორი და იცნობდნენ არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები