ორმოცაძე ნათია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორმოცაძე ნათია − (1971), განათლებით − ფილოლოგი. 15 წელია აქტიურად მუშაობს ტექსტების რედაქტირებასა და თარგმანზე. თარგმნის რუსულ მხატვრულ და საღვთისმეტყველო ლიტერატურას. არის ავტორი რამდენიმე ნათარგმნი წიგნისა.
- ალექსანდრ ბლოკი
- თარგმნა ნათია ორმოცაძემ
- როცა ამქვეყნად დაგივიწყებენ,
- როცა დარდები შემოგაწვება,
- და ყველაფერი რაც კი გხიბლავდა,
- საფლავის ქვის ქვეშ ნელა გაქრება;
- როცა ქალაქის მოკირწყლულ გზებზე,
- თითქოს დაგადეს ფეხზე ხუნდები,
- ღონემიხდილი, უტყვი, სნეული,
- შებინდებისას სახლში ბრუნდები,
- გზად შეისვენე სულ ერთი წამით
- და მოუსმინე სიჩუმეს ღამის:
- სმენით შეიცნობ სულ სხვა ცხოვრებას,
- რომელიც დღისით ვერ შეიცანი;
- სულ ახლებურად შეხედავ ირგვლივ
- თოვლიან ქუჩებს, კვამლს რუხს და მწარეს,
- თეთრ, მიტოვებულ, მოუვლელ ბაღნარს,
- დღის მომლოდინე მწუხარე ღამეს;
- იისფერ ზეცას − ამ ბრძენ წიგნთაწიგნს;
- სულში იპოვი შენ უფრო მეტსაც:
- მოხუცი დედის დაღარულ სახეს;
- ამ უბადლო წამს ისევ გაკრთება -
- ეს დამქანცველი ყინვა-სიცივე,
- და მინა ჭირხლით უცხოდ ნაქარგი,
- მადლიერ გულში ისევ აღდგება
- ტრფობა, დიდი ხნის წინ დანაკარგი.