ოროისე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოროისე – (ძვ. წ. I ს. 70-იანი წლები), ალბანეთის მეფე III მითრიდატული ომის (74-64) დროს. ანტიკური ავტორების მოწმობით, ანტირომაული კოალიციის მონაწილე. წყაროებში დაცულია ცნობები იბერიის მეფე არტაგთან მისი კავშირის შესახებ პომპეუსის წინააღმდეგ. მაგრამ კავშირმა რომაელთა წინსვლა ვერ შეაჩერა. პომპეუსი შეიჭრა ალბანეთში, აიძულა ოროისე მძევლები მიეცა და რომის სარდლის შეთავაზებული პირობები მიეღო. სავარაუდოა, რომ ალბანეთი რომაელი ხალხის „მოკავშირედ და მეგობრად“ გამოცხადდა.