ორყურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორყურა

ორყურა – (Zygophyllum fabago L.); ოჯახი: ორყურასებრნი (Zyghophyllaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, გაფარჩხულტოტებიანი. ფოთოლი შედგება 1 წყვილი ხორცოვანი ფოთოლაკისაგან. ფოთოლაკები მოპირისპირედ არის განლაგებული, ფორმით უკუკვერცხისებური, კიდეებზე თეთრი არშიით. გვირგვინის ფურცლები მოთეთრო-ყვითელია, ძირსა და მტვრიანას ძაფებთან ერთად ნარინჯისფერია. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში – მშრალ, თიხნარ ადგილებზე, ველებსა და უდაბნოებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გარეჯის მიდამოებში. საქართველოში გავრცელებულია შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და მესხეთში.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები