ორშაბათობით აშენდა (სიმღერა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ორშაბათობით აშენდა“ – ლირო-ეპიკური ჟანრის სიმღერა. შინაარსით წარმართული და ქრისტიანული ელემენტების შემცველია, შესრულების მხრივ დაკავშირებულია შრომის პოეზიის იმ ჯგუფთან, რომელიც გუთნურის სახელითაა ცნობილი. იგი შეადგენდა აგრეთვე მესტვირეთა რეპერტუარის კუთვნილებას. პირველი პუბლიკაციები ეკუთვნის ი. გოგებაშვილსა და პ. უმიკაშვილს.
ვ. მაცაბერიძე
ლიტერატურა
- ლექსები სახალხო სიმღერებიდან, შედგენილი პ. უმიკაშვილისაგან, 1874;
- ი. გოგებაშვილი, დედა-ენა, 1876;
- ჩიქოვანი მ., ქართ. ხალხ. სიტყვ. ისტორია, 1956;
- ოქროშიძე თ., ქართული ხალხური შრომის პოეზია, 1963.