ორწერტილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორწერტილი (:) – სასვენი ნიშანი.

ორწერტილი იხმარება:

  1. რისამე ჩამოთვლისას – ჩამოსათვლელი საგნების ან მოვლენების აღმნიშვნელი სიტყვების წინ, მათი განმაზოგადებელი წინამავალი სიტყვის ან მისი შემცველი ფრაზის შემდეგ. განმაზოგადებელ სიტყვებად უპირატესად გამოიყენება ნაცვალსახელები: ყველა, ყველაფერი, ყოველი, სხვადასხვა, აგრეთვე ზმნიზედები: ყველგან, ყოველთვის, მუდამ… მაგ.: ყველაფერი მდუმარებს: ხე, ქვა, ტყე, მთა და მინდორი (ვაჟა-ფშაველა) ორწერტილი იხმარება მაშინაც, როცა წინამავალ წინადადებაში გარკვეული მინიშნებაა მომდევნო განმარტებაზე. ამ შემთხვევაში მიმანიშნებელი სიტყვებია: შემდეგი, შემდეგნაირად, ასეთი, ამისთანა, ასეთნაირად, ამგვარად, სახელდობრ, მაგალითად, კერძოდ და ა. შ. მაგ უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
  2. უკავშირო ქვეწყობილ წინადადებაში წინამავალი მთავარი და დამოკიდებული წინადადებების მიჯნაზე., თუ დამოკიდებული განმარტავს მთავარში გადმოცემული ამბის მიზეზს ან მიზანს. მაგ., „არა, მყინვარი არ მიყვარს: მისი სიცივე სუსხავს და სითეთრე აბერებს“ (ი. ჭავჭავაძე).
  3. ორწერტილი დაისმის პირდაპირი ნათქვამის წინამავალი ავტორისეული სიტყვების შემდეგ, რომლებიც ძირითადად „მეტყველება-წრის“ ზმნებით გამოიხატება: ნათქვამია, თქვა, უთხრა, ბრძანა და მისთ., ანდა ავტორისეულ სიტყვებში მონაწილე სახელების (ანდაზა, სიტყვები…) შემდეგ. მაგ-, „უბრძანა: ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი“ (შოთა რუსთაველი); „მართალი უთქვამთ: წუთისოფელი ზოგისათვის მამაა, ზოგისათვის – მამინაცვალიო“ (ი. ჭავჭავაძე); „…არც ეს ბესარიონ გაბაშვილის სიტყვებია ურიგო: „ერთი მაქვს სჯობს ათასს მქონდას“ (ი. ჭავჭავაძე).

შ. აფრიდონიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები