ოსარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოსარი − თევზჭერის ხერხი, თევზის საჭერი მოწნული პირფართო კალათი.

შერჩეულ ადგილზე მდინარეს ქვებით გადაკეტავდნენ, ხოლო ერთ ადგილზე „გონძღოს” ჩაუდგამდნენ. მდინარეს ქვებით ისე გადაღობავდნენ, რომ წყალი გადიოდა, მაგრამ თევზი ვერ გავიდოდა. ამის შემდგომ ჯოხებითა და ქვებით მდინარეს ზემოდან ამღვრევდნენ და თევზს ქვემოთკენ, გონძღოსკენ მიერეკებოდნენ, თუ თევზი გონძღოში ჩავიდოდა, მაშინ იქედან ვერ ამოვიდოდა.



ლიტერატურა

ორბელიანი, 1949:266;
სახოკია, 1985:313;
ქართულ კილო-თქმათა... 1984;
ნიჟარაძე, 1971:294.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები