ოსიპოვი იოგანეს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოგანეს ოსიპოვი

იოგანეს სიმონის ძე ოსიპოვი − (29.10.1872- 04.12.1953), სომეხი გენერალ-მაიორი (1918).

დაიბადა ტფილისის გუბერნიის დაბა დუშეთში. დაამთავრა ტფილისის ქვეითთა იუნკერთა სასწავლებელი. 1898 წელს მსახურობდა აფშერონის 81-ე ქვეით პოლკში.

მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. პოდპოლკოვნიკად ყოფნისას, დაჯილდოვდა წმ. გიორგის, IV ხარ. ორდენით (1915 წლის 1 იანვარს).

1918 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. ჩრდილოეთ კავკასიაში ბრძოლების შემდეგ, 1920 წლის გაზაფხულზე თეთრი არმიის ნაწილებთან დაიხია საქართველოსკენ, ხოლო შემდგომ - ყირიმში, სადაც სხვა ნაწილებთან ერთად იმყოფებოდა 1920 წლის ნოემბრამდე.

1920 წლიდან ყირიმიდან წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში. პარიზში დააარსა აფშერონის 81-ე ქვეითი პოლკის ვეტერანთა გაერთიანება და პოლკის დიდების მუზეუმ-ეკლესია, რომლებიც დღესდღეობით იმყოფება ნიუ-იორკში.

გარდაიცვალა პარიზში. დაკრძალულია სენტ-ჟენევიევ-დებუას სასაფლაოზე


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები