ოსტენ-საკენი ნიკოლოზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიკოლოზ ოსტენ-საკენი – (1831-1917), გრაფი, რუსი დიპლომატი. ყირიმის ომის (1853-56) დროს ჩაირიცხა მოქმედი არმიის მთავარსარდალთან არსებულ დიპლომატიურ კანცელარიაში. 1895-1912 – ელჩი გერმანიაში, იმავდროულად – დესპანი მეკლენბურგ-შვერინში და მეკლენბურგ-მტრელიცში. 1895 ხელი შეუწყო გერმანიის მიერთებას რუსეთისა და საფრანგეთის ერთობლივი პროტესტისადმი იაპონიის მოთხოვნების წინააღმდეგ, რომლებიც მან დამარცხებულ ჩინეთს წაუყენა იაპონია-ჩინეთის ომის დამთავრების შემდეგ. 1904 რუსეთის გერმანიასთან დაახლოებით შეეცადა შეექმნა კოალიცია შორეულ აღმოსავლეთში ინგლისურ-ამერიკული კოალიციის საპირისპიროდ.