ოსტერტაგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოსტერტაგია – (Ostertagia; გერმანელი მეცნიერის ოსტერტაგის პატივსაცემად) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Trichostrongylidae-ს ოჯახს, Strongylata-ს ქვერაზმს. გეოჰელმინთი.
Ostertagia ostertagi – სახეობა, პარაზიტობს მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვისა და ცხვრის მაჭიკში, იშვიათად – ცხენის ღვიძლში;
Ostertagia trifurcata (ლათ. tres სამი + furca ჩანგალი) და O.circumcincta (ლათ. circumcingere გარს შემოხვევა) – სახეობები, პარაზიტობენ ცხვრისა და თხის მაჭიკში. სხვა სახეობის ტრიქოსტრონგილიდებთან ერთად არიან მცოხნელთა ტრიქოსტრონგილიდოზის აღმძვრელი.