ოტოგენური ჩირქოვანი გართულებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოტოგენური ჩირქოვანი გართულებები — ამ გართულების მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ჩირქოვანი მწვავე ოტიტები, ასევე ქრონიკული ქოლესტეატომური ოტიტები.

სარჩევი

მექანიზმი

ინტრაკრანიალური გართულებების მიზეზი არის შუა ყურის და მენინგეალური გარსის გამყოფი ძვლოვანი ქსოვილის გათხელება და ლატერალური სინუსის მდებარეობა მასტოიდში.

ანთების გავრცელების კიდევ ერთ გზას წარმოადგენს შიდა ყურის და სუბარაქნოიდული სივრცეების კომუნიკაცია შიდა სასმენი მილის და ლოკოკინას სადინარის მეშვეობით.

ინტრაკრანიალური ინფექციის გავრცელების გზები

შუა და შიდა ყურის შორის, წესით, არ არის რაიმე კომუნიკაცია თუმცა, ინფექციამ შეიძლება შუა ყურიდან შიდა ყურში ოვალური სარკმლის ან ლოკოკინას კედლებზე თანდაყოლილი დეჰისცენციების მეშვეობით შეაღწიოს.

შესაძლოა, პოსტტრავმული ნაპრალითაც მოხდეს ინფიცირება.

ინფექციის წყარო

ინფექცია შესაძლოა წარმოიქმნას:

— სუბარაქნოიდულ სივრცეში, საიდანაც მენინგიტის განვი- თარება შეიძლება მოხდეს.
— სუბდურალურ ან ექსტრადურალურ (მენინგეალურ) სივრცეებში, საიდანაც განვითარდება ამ მიდამოების აბსცესი.
— ლატერალური სინუსის გავლით – იწვევს ტრომბოფლებიტს.

ოტოგენური მენინგიტი

მწვავე ოტიტის თანმხლები მენინგიტის დროს, სასურველია პარაცენტეზის შედეგად მიღებული ჩირქის დათესვა და შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია.

რაც შეეხება ქრონიკული ოტიტის მენინგიტით გართულებას, ამ შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა გარდაუვალია, რათა ძვლის ანთების, ოსტეიტის კერა გავასუფთაოთ და მიზეზი მოვხსნათ.

მორეციდივო მენინგიტების დროს, თანდაყოლილი ან ტრავმული დეჰისცენციების (ნაპრალების) არსებობა, მოითხოვს შუა ყურის და ამ ნაპრალების ოპერაციულად ამოვსებას. ეს ხელს შეუშლის ინფექციის პროპაგაციას სუბარაქნოიდულ სივრცეში.

მორეციდივო მენინგიტის შემთხვევაში, მცირეწლოვან ბავშვებში, საჭიროა CT კვლევა მონდინის ანომალიის გამოსარიცხად.

ოტოგენური ენცეფალური აბსცესები

ამ გართულების მიზეზს, როგორც წესი, ქრონიკული და ქოლესტეატომური ოტიტები წარმოადგენს. კლინიკურად, მას ძალიან მრავალფეროვანი ნიშნები აქვს.

შესაძლოა კლინიკის უეცარი განვითარება, კომა ან ქრონიკულად პროგრესირებადი ცეფალეა, გაბრუების და აზროვნების შეზღუდვის შეგრძნება.

ასეთი სიმპტომები ქრონიკული ოტიტის მქონე პაციენტში, სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს.

ლატერალური სინუსის ტრომბოფლებიტი

ამ გართულების დიაგნოსტიკა, როგორც წესი, პეროპერაციულია. იგი, ზოგადი ინფექციის ფონზე, რეტროაურიკულარული მიდამოს ძლიერი ტკივილით გამოიხატება. განსაკუთრებით ქრონიკული ოტიტის მქონე პაციენტებში.

NOTA BENE
  • ქრონიკული ოტიტის მქონე პაციენტებში, ყურის მიდამოს ძლიერი და პროგრესირებადი ტკივილი ყოველთვის მიგვანიშნებს ინტრაკრანიალური გართულების არსებობაზე;
  • მენინგიტიანი ან ცერებრალური აბსცესის მქონე პაციენტებში, ოტოლოგიური კველევის ჩატარება აუცილებელი მოთხოვნაა;
  • მორეციდივო მენინგიტების დროს, აუცილებელია პირამიდალური ძვლის, ტრავმული ან თანდაყოლილი ნაპრალების არსებობის გამორიცხვა;
  • მხოლოდ ინფექციის ყოველგვარი კერის გამორიცხვის შემდეგ, შეიძლება ლაპარაკი მენინგიტის განკურნებაზე;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები