ოფიურიდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოფიურიდა (ბერძნ. გველის კუდი) – მე-3 რიგის ბრტყელი ალგებრული წირი, რომლის განტოლებას მართკუთხა კოორდინატებში ასეთი სახე აქვს:
- x(x2 + y2) = y(ay – bx).
ოფიურიდას კოორდინატთა სათავეში აქვს საკვანძო წერტილი y=0 და y = bx/a მხებებით. ასიმპტოტა x = a.