ოფშორული ბიზნესი
ოფშორული ბიზნესი - (offshore business), გადასახადების თავიდან აცილებისა (ან შემცირების) და მოგების გაზრდის მიზნით განხორციელებული ბიზნესი მოცემული იურისდიქციის ფარგლებს გარეთ.
ოფშორული ბიზნესის ჩამოყალიბება-განვითარებაში აქტიური როლი შეასრულა დიდმა ბრიტანეთმა. თანამედროვე ოფშორული ბიზნესის საფუძვლები შექმნილია ბრიტანელი იურისტების, ბანკირების, დამზღვევებისა და სხვათა მიერ. ოფშორული ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორთა შორის განსაკუთრებული ადგილი ინფორმაციულ ტექნოლოგიებს უკავია. მათი ჩამოყალიბებით ხმაღლდა ოფშორული სტრუქტურების ფუნქციონირების ეფექტიანობა, რადგან ინტერნეტის მეშვეობით ერთ ქვეყანაში რეგისტრირებული, მეორე (ან რამდენიმე) ქვეყანაში მოქმედი, მესამე ქვეყანაში საბანკო ანგარიშის მქონე კომპანიებისა და მეოთხე ქვეყანაში მცხოვრები მესაკუთრის კავშირურთიერთობა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.