ოქროსფერი ქერცლოვანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Qerclovana.PNG

ოქროსფერი ქერცლოვანა (ლათ. Pholiota aurivella (Batsch.: Fr.) Kumm. რუს. Чашуйчатка золотистая)

ქუდი – 15 სმ დიამეტრისაა, ხორციანია, ჯერ ნახევარსფეროსებრია შემდეგ — რამდენადმე ბრტყელი, შუაში ხშირად ბორცვაკი ახასიათებს, ზედაპირი დაფარულია მურა ქერცლებით, წებოვანია, გამშრალი პრიალაა, კიდეები ბოჭკოვან-ქერცლოვანია, ოქროსფერ ყვითელი ან მურა-ყვითელი, ფირფიტები შეზრდილია, განიერი; ჯერ მოყვითალოა, შემდეგ კი – ყავისფერ-მურა.

ფეხი – 7-10 სმ სიგრძისა და 1-1.5 სმ სისქისაა, ქერცლოვანი ზედა პირი ახასიათებს, ყვითელია. საყელო ბოჭკოვანია, რომელიც მალე ქრება.

რბილობი – მოთეთროა, გადატეხისას მოყვითალო-მურა ხდება.

სპორები – კვერცხისებრ-ელიფსისებრია. იძლევა ყავისფერ ჟანგისფერ ანაბეჭდს, 8-9X5-6 მკმ.

იზრდება დიდ ჯგუფებად გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად ახალი იხმარება.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები