ოქსალატები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოქსალატები – (ინგლ. oxalates < ბერძ. oxalis მჟაუნა), მჟაუნმჟავს მარილებისა და ეთერების კრისტალები. ვარვარებისას იშლებიან დნობის გარეშე; ცუდად იხსნებიან წყალში. ფართოდაა გავრცელებული ბუნებაში. გამოიყენება ანალიზურ ქიმიაში (ამონიუმის ოქსალატები), სამღებრო სამუშაოებში (ალუმინის და სტიბიუმის ოქსალატები), ფოტოგრაფიაში (სამჟღავნი) და სხვ.