ოშჰამახო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოშჰამახო (ადიღ. Iуащхьэмахуэ/ Iошъхьэмаф: Iуащхьэ – „მთა“, махуэ – „ბედნიერი“, ე. ი. „ბედნიერების მთა“, „წმინდა მთა“) — იალბუზი – ოლიმპი, ღმერთების სამკვიდრო ჩერქეზულ მითოლოგიაში.

ოშჰამახო, ისევე როგორც, ზოგადად, ყველა მთა, თჰაშხოს – დიდი ღმერთის, შექმნილია. ნართული ეპოსში იგი ცის რეპრეზენტანტიაა, იშვიათად სტუმრობენ ნართები (წელიწადში ერთხელ ერთი ნართი, ღმერთების მიწვევით). მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ისინი ამ რეგლამენტაციას არღვევენ. ასე მაგალითად, ბოროტი ღმერთის – პაყოს, მდევნელი ნართები მას ზეცაში დაეწევიან. ზოგჯერ ოშჰამახოზე მოხვედრის მცდელობა გმირისთვის მძიმე განსაცდელის მომტანი ხდება. ამასთან არის დაკავშირებული ერთ-ერთი პრომეთეული მოტივი ოშჰამახოზე მიჯაჭვულ ტანჯულზე, რომლის როლში ხშირად ნასრენ-ჟაჭე გვევლინება. ნართულ თქმულებათა ზოგიერთ ვერსიაში ოშჰამახო და ყაზბეგი ტიტანებად გვევლინებიან და ერთმანეთს მტრობენ. ყაზბეგი მოწინააღმდეგეს დანით ხელში ეპარება, მაგრამ ოშჰამახოს მცველი ძაღლები – ბერმამით-უფროსი და ბერმამით-უმცროსი, ხმაურს ასტეხენ, და იწყება დაუნდობელი ორთაბრძოლა, რომელიც მთელი დღე გრძელდება. საღამო ჟამს დასისხლიანებული, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ყაზბეგი თერგს გაღმა ეცემა. იგივე მოსდით ოშჰამახოსა და ბერმამითებს. შემდეგ ოშჰამახოს გადაუვლის ნუჰ-ბეღიმბარი (ისლამის გავლენა) და იალბუზს უნაგირის ფორმას აძლევს. უფრო მოგვიანებით, ოშჰამახო რატომღაც გოგო ხდება და თავისი სილამაზის დასაფარად ყინულის ჯავშანს იცვამს. ასე რომ, მისი სილამაზე თვით თჰაშხომაც (დიდმა ღმერთმაც) არ უნდა იხილოს.

ყაბარდოელები განსაკუთრებულად ეთაყვანებოდნენ ოშჰამახოს და, არცთუ იშვიათად, სახით მისკენ მიქცეულნი ლოცულობდნენ. გარდა ამისა, ისინი თვლიდნენ, თითქოს ჯადოქარი მაქციები (უდები) ორგიებისთვის ყოველწლიურად იალბუზზე იკრიბებოდნენ.


ლიტერატურა

  • Нартхэр. Адыгэ эпос. Тт. I-VII. Мыекъуапэ, 1968-1971;
  • Лавров Л. И. Доисламские верования адыгейцев и кабардинцев // Исследования и материалы по вопросам первобытных религиозных верований. Труды Института этнографии им. Н. Н. Миклухо-Маклая. Новая серия. Т. 51. М., 1959;
  • Шенкао М. А. Пространство и время в представлении древных адыгов // Мир культуры адыгов (проблемы эволюции и целостности). Составитель и научный редактор Р. А. Ханаху. Майкоп, 2002.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები