ოჩოპენტრე
ოჩოპენტრე- Carpesium abrotanoides. ოჩოპენტრეს გურიაში ეძახიან ოსპონტოს; სამეგრელოში — ისე ტოფუს. ოჩოპენტრე მიეკუტვნება რთულ ყვავილოვანთა — Asieraceae-ს ოჯახს. ოჩოპენტრეს ღერო 60–80 სმ სიმაღლისაა, ზედა ნაწილში წკეპლისებრი ტოტებით, შებუსული; ქვედა ფოთლები ელიფსურია, ზედაუფრო ვიწრო, ხოლო კიდეებზე წვრილი კბილებითაა. კალათ: პატ ზომისაა 4—5 მმ დიამეტრის, სწორი ან ოდნავ გადახრილი, ყვავილ მტევნისებრია, საბურველი კვერცხისებრი ან ნახევარსფეროსებრია. შ ნითა ფოთლები ლანცეტა ფორმისაა, წვეროზე წამწამებით მოფენი გარეთა ფოთოლაკებზე გრძელი; ფოთოლაკები მომწვანო ფერის სიფრიფანა, მობლაგვო წვერიანი.
იზრდება ტყეებში, ტყის პირად, ბუჩქებს შორის და ბაღებში. გავრცელებულია აჭარაში, აფხაზეთში, ამიერკავკასიაში, შავი ზღ სანაპიროზე. — მცენარეთა დაცვაში გამოიყენება მიწისზედა ნაწილები, თესლი; მცენარეს აგროვებენ ვეგეტაციის პერიოდში, თესლს კი — მომწიფების შემდეგ. თესლსა და გამომშრალ მიწისზედა ნაწილებს აქუცმაცებენ და 70გ ნედლეულს 12-24 საათის განმავლობაში ათავსებენ 1 ლიტრ წყალში, შემდეგ გამოწურავენ, ფილტრავენ და იყენებენ აბლაბუდიანი ტკიპების წინააღმდეგ.