ოხოროვიჩი იულიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იულიან ოხოროვიჩი

იულიან ოხოროვიჩი – (პოლ. Julian Ochorowicz, 1850-1917 წ.), პოლონელი მეცნიერი.

გასული საუკუნის დასასრულისა და მიმდინარე საუკუნის დასაწყისის ევროპის უნიჭიერეს მეცნიერთა რიცხვს მიეკუთვნება პოლონელი იულიან ოხოროვიჩი. მისი საინტერესო ჩანაფიქრები ტელეხედვის დარგში და გამოგონება ტელეფონის დარგში მას სხვა ცნობილი ელექტრიკოსების რიგში აყენებენ.

იულიან ოხოროვიჩი დაიბადა 1850 წლის 28 თებერვალს ვარშავის მახლობლად რაძიმინეში. 1866 წელს დაამთავრა გიმნაზია ვარშავაში და შევიდა უმაღლეს სკოლაში ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1872 წელს, ექვსი წლის შემდეგ, ვარშავის უნივერსიტეტში, რომელიც უმაღლესი სკოლის ლიკვიდაციის შემდეგ დაარსდა, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე საბუნებისმეტყველო მეცნიერების კანდიდატის ხარისხი მიიღო. ამრიგად, სწავლის პერიოდშივე იგი ამჟღავნებდა მრავალმხრივ ნიჭს, აინტერესებს ფილოსოფია, ფსიქოლოგია, აგრეთვე ზუსტი მეცნიერებანი.

1873 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლაიფციგის უნივერსიტეტში, შემდეგ კი დოცენტის წოდება მიიღო. 1875 წელს მიწვეულ იქნა ლვოვის უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ფსიქოლოგიაში. ამასთან ერთად იკვლევს ელექტრობას და ელექტრომაგნეტიზმს, აინტერესებს ადამიანის სხეულის ელექტრული თვისებები და ჰიპნოტიზმი.

ლვოვიდან ოხოროვიჩი მიემგზავრება პარიზში, სადაც ჰიპნოზით მკურნალობს პაციენტებს. მაგრამ პარიზში ათი წლის ყოფნის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და დასახლდა ვარშავაში. მკურნალობის მისმა მეთოდმა გამოიწვია ადგილობრივი სამკურნალო წრეების წინააღმდეგობა და განხეთქილებები რომელიც მრავალი წელი გრძელდებოდა. ამის გამო ოხოროვიჩმა მიატოვა ვარშავა და გადავიდა ვისლაში (სილეზია), სადაც ცხოვრობდა 1912 წლამდე. თავისი სიცოცხლის ბოლო ხუთი წელი ვარშავაში გაატარა, აქ გარდაიცვალა 1917 წლის 1 მაისს.

მისი მეცნიერული მემკვიდრეობა მოიცავს მეცნიერების სხვადასხვა დარგებს: ფილოსოფიას, ფიზიოლოგიას, ჰიპნოტიზმს, ელექტროაკუსტიკასს ფოტოტექნიკასა და მშენებლობასაც კი.

ოხოროვიჩი იყო პირველი პოლონელი მეცნიერი და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელიც მანძილზე გამოსახულების გადაცემაზე მუშაობდა, ე. ი. ისეთ საკითხებში, რომლებსაც მოგვიანებით ტელეხედვა დაერქვა.

ამ საკითხებთან დაკავშირებულ სტატიებში ოხოროვიჩმა ჩამოაყალიბა სამი მთავარი პრობლემა, რომელიც, მისი აზრით, უნდა გადაჭრილიყო, რათა განხორციელებულიყო გამოსახულების შორ მანძილზე გადაცემა:

„1. ვიპოვოთ სინათლის სხივების ელექტროდენებით შეცვლის ხერხი.

2. ვიპოვოთ ამ დენების სხვა სადგურზე გადაცემის ისეთი ხერხი, რომ არ დაირღვეს მათი სისტემები.

3. ვიპოვოთ ელექტროდენების ხელმეორედ სინათლის სხივების სისტემით შეცვლის ხერხი.“

რამდენადაც ოხოროვიჩის საქმიანობას გამოსახულების მანძილზე გადაცემაში თეორიული მსჯელობის ხასიათი ჰქონდა, იმდენად მისი შრომები ტელეფონიაში, ე. ი. ბგერის გადაცემაში, კონკრეტულ გამოგონებებს წარმოადგენდნენ.

ამ სფეროში ოხოროვეიჩის საქმიანობა მიღწევებით დაგვირგვინდა, მან მოგვცა სხვადასხვა ტიპის მიკროფონების კონსტრუქციები, რომლებიც მგრძნობიარობით გამოირჩეოდნენ და ყველა ამგვარ მოწყობილობებზე უკეთესები იყვნენ.

186 წელს პარიზში შეიქმნა სპეციალური კონსორციუმი ოხოროვიჩის გამოგონების გამოყენებაზე.

თუმცა ოხოროვიჩის ტექნიკური მიღწევები მისი მრავალმხრივი და მდიდარი შემოქმედების მხოლოდ უმნიშვნელო ·ფრაგმენტს შეადგენდნენ, მან მაინც მოიპოვა უფლება, ჩათვალონ პოლონური ტექნიკის ერთ-ერთ იმ პიონერად, რომლებიც გამოსახულებისა და ბგერის მანძილზე გადაცემაში მუშაობდნენ.

წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები