ოჰოი ნანა
ოჰოი ნანა − აჭარის საცეკვაო ფოლკლორის თვალსაჩინო მონაპოვარი − „ოჰოი ნანა”, რომელიც დღეისათვის მაღალმთიანი ხულოს სოფელ ხიხაძირსა და მის მეზობელ სოფლებშია შენარჩუნებული. ოჰოი ნანას ძველ საწესჩვეულებო ჯგუფურ ცეკვა-თამაშთა რიგში აერთიანებენ. რეფრენად ცეკვის წამყვანი რიტმულად − „ოჰოის” წამოიძახებდა. საცეკვაო ილეთები, ძირითადად, შრომის პროცესს ასახავდა. მასში, ასევე, ჩაქსოვილი იყო საბრძოლო ხასიათის მომენტები. „ოჰოი ნანა” რიტუალური ხასიათისა იყო და ნაყოფიერების ღვთაებას ეძღვნებოდა. ტექსტში მოხსენიებული „მელის კუდი”, აგრეთვე, ცეკვის მეთაური, რომელსაც ხელში წკეპლი ეჭირა, საფუძველს იძლევა დადგინდეს ნათესაობა აჭარულ „ოჰოი ნანასა” და ნაყოფიერების წარმართული ღვთაების კვირიასადმი მიძღვნილ სვანურ ცეკვა − „მელია ტელეფიასთან”.
ლიტერატურა
ნიჟარაძე, 1971:296; ლაზიშვილი, 2009:497-501