პავლე III (რომის პაპი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
220-ე რომის პაპი პავლე III

პავლე III – (ერისკაცობაში – ალექსანდრე ფარნეზე), რომის პაპი 1534-49.

თავის მთავარ ამოცანად თვლიდა შეურიგებელ ბრძოლას რეფორმაციასა და პროტესტანტიზმთან, კათოლიციზმისა და პაპობის პოზიციის განმტკიცებას. 1540 რეფორმაციასთან საბრძოლველად დაამტკიცა იეზუიტების ორდენი. 1542 დააარსა უზენაესი საინკვიზიციო ტრიბუნალი. ურთიერთობა ჰქონდა ქართლის მეფე ლუარსაბ I-თან. ისინი ერთმანეთთან მიწერ-მოწერას აწარმოებდნენ. ლუარსაბმა ერთი წერილი პაპს გაუგზავნა ორი ნახჭევანელი სომეხი ბერის ხელით. პაპმა ლუარსაბს მოსთხოვა გაეგზავნა მასთან ელჩები. ლუარსაბმა შეასრულა ეს მოთხოვნა. ამის შემდეგ პავლე III-მ საქართველოში თავის ელჩად დანიშნა სტეფანე.




წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები