პავლიაშვილი სოლომონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოლომონ პავლიაშვილი – დაიბადა 1959 წლის 24 აგვისტოს საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში. — ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; სამეცნიერო ნაშრომების, მათ შორის მონოგრაფიების ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი (1982); ასპირანტურა (1986).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2002): მაჟორიტარი, №11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქი, სმკ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
- სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი (2002-2003);
- ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე (2003).