პაზოლინი პიერ პაოლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ პაოლო პაზოლინი

პიერ პაოლო პაზოლინი –(1922–1975), იტალიელი კინორეჟისორი, პოეტი და პროზაიკოსი. თავისი პოლიტიკური შეხედულებებით იყო მარქსისტი, რაც ასახვას პოულობდა მის ლიტერატურულ და კინემატოგრაფიულ ქმნილებებში, რომლებშიც ის ანტიბურჟუაზიული პოზიციებიდან აზრს გამოთქვამდა პოლიტიკის, რელიგიის, იდეოლოგიის თემებზე და საზოგადოების ეპატაჟირებას ახდენდა კლასიკური მითების წაკითხვითა და მარქსიზმის შეთავსებით ქრისტეს სწავლებასა და ადამიანის სექსუალობასთან მის ყველაზე მრავალფეროვან და მოულოდნელ გამოვლინებებში.

1939 წელს დაამთავრა სკოლა და ბოლონიის უნივერსიტეტის ლიტერატურის კოლეჯში შევიდა სასწავლებლად. პაზოლინი სახელგანთქმული გახდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე ფილმების გადაღებას დაიწყებდა. 1957 წელს მის ლექსების კრებულს „გრამშის ფერფლი“ ვიარეჯოს პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მიენიჭა.

თავის კინონამუშევრებში პაზოლინი ძირითადად კლასიკურ ლიტერატურულ ნაწარმოებებს იყენებდა. ამ ფილმებმა მსოფლიო სახელი მოუხვეჭეს მას როგორც კინორეჟისორს.

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1961 – „აკატონე“
  • 1962 – „რომის დედა“
  • 1964 – „მათეს სახარება“ (ვენეციის სკფ. ჟიურის სპეციალური პრიზი, კინოს დარგში საერთაშორისო კათოლიკური ორგანიზაციის პრიზი (OCIC)
  • 1966 – „დიდი და პატარა ფრინველები“
  • 1967 – „ოიდიპოს მეფე“
  • 1968 – „თეორემა“
  • 1969 – „საღორე“
  • 1969 – „მედეა“
  • 1971 – „დეკამერონი“ (ბერლინის სკფ. ჟიურის სპეციალური პრიზი „ვერცხლის დათვი“)
  • 1972 – „კენტენბერული მოთხრობები“ (ბერლინის სკფ. „ოქროს დათვი“)
  • 1974 – „ათას ერთი ღამის ყვავილი“ (კანის სკფ. ჟიურის დიდი პრიზი)
  • 1975 – „სალო, ანუ სოდომის 120 დღე“.


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები