პათოგნომური სიმპტომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პათოგნომური სიმპტომი - (pathognomonic symptom), კლინიკური გამოვლინება, რომელსაც აფასებენ როგორც მაღალსპეციფიკურსა და სანდოს კონკრეტული დაავადების დიაგნოზის დასასმელად (მაგ.: კოპლიკის ლაქები წითელას დროს). ფსიქიკური აშლილობის დროს პრაქტიკულად არ არსებობს კლინიკური ფენომენი, რომელიც აბსოლუტური დიაგნოსტიკური სპეციფიკურობით გამოირჩევა და ყველაზე ხშირად მოყვანილი მაგალითებიც (ვთქვათ, არგაილ რობერტსონის გუგის სინდრომი ნეიროსიფილისის დროს) აბსოლუტურად სპეციფიკური არ არის.