პალადიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პალადიუმი – (ლათ. palladium) – პლატინის ჯგუფის პლასტიკური გარდამავალი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ძვირფასი კეთილშობილი ლითონი.

სიმბოლო – Pd;
სიმკვრივე – 12023 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – 1554,9°C;
დუღილის ტემპერატურა – 2963°C;
სიმაგრე მოოსის სკალით – 4,75.

აღმოჩენილი იქნა 1803 წელს ინგლისელი მეცნიერის უილიამ ჰაიდ ვოლასტონის მიერ. მიიღება ნიკელის, ვერცხლის და სპილენძის სულფიდური მადნების გადამუშავებით. გამოიყენება წყალბადის ღრმა გაწმენდისათვის, კატალიზატორად ცხიმების ჰიდროგენიზაციის და ნავთობის კრეკინგის დროს, დიელექტრიკების გალვანური მოლითონებისათვის, ელექტროკონტაქტების დასამზადებლად, სიუველირო საქმეში (მაგ., ოქრო-პალადიუმის შენადნობის მისაღებად – ე. წ. „თეთრი ოქრო“), სპეციალური ქიმიური ჭურჭლისა და ზეზუსტი ხელსაწყოების დეტალების დასამზადებლად და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები