პალამედეასებრნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პალამედეასებრნი – Palamedeidae
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
ოჯახი: პალამედეასებრნი
ფრინველთა ოჯახი, ძალიან ახლოსაა ბატებთან, მაგრამ იმდენად თავისებური ნიშნებით ხასიათდება, რომ მას ხშირად ცალკე ქვერიგადაც კი გამოჰყოფენ ხოლმე. დამახასიათებელია ოდნავ მოხრილი ნისკარტი, კარგად განვითარებული პნევმატური ძვლები. არა აქვთ აპტერიები ფრთის ქვეშ გააჩნიათ მოზრდილი ორი ქიცვი. ცნობილია რქოსანი პალამედეა, რომელიც ბინადრობს ბრაზილიაში. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში, ცენტრალური ამერიკის კუნძულებზე ოლქის ფარგლებში შედარებით ფართოდაა გავრცელებული ქოჩორა პალამედეა.