პალეოლოგი მორის ჟორჟ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მორის ჟორჟ პალეოლოგი – (ფრანგ. Georges Maurice Paléologue; დ. 13 იანვარი 1859 წელი, პარიზი — გ. 21 ნოემბერი 1944 წელი, პარიზი), ფრანგი დიპლომატი.
1886-დან არის დიპლომატიურ სამსახურში.
1893-1907 ეკავა სხვადასხვა დიპლომატიური თანამდებობები მაროკოში, იტალიასა და ჩინეთში,
1907-12 საფრანგეთის ელჩი ბულგარეთში,
1912-14 – საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.
1914-17 – საფრანგეთის ელჩი რუსეთში, ესწრაფოდა I მსოფლიო ომში რუსეთის, როგორც საფრანგეთის მოკავშირის, სამხედრო ძალისხმევის მაქსიმალურ გააქტიურებას.
1920 – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი.
1928 არჩეული იყო საფრანგეთის აკადემიის წევრად.
დაწერილი აქვს ისტორიულ-მემუარული ხასიათის წიგნები.