პანამერიკანიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანამერიკანიზმი - აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც მოწოდებული იყო დაესაბუთებინა აშშ-ის პრეტენზიები დასავლეთ ნახევარსფეროზე ჰეგემონიის დასამყარებლად, რაც ეფუძნებოდა თეზისს ამ რაიონში განლაგებულ სახელმწიფოთა გეოგრაფიული სიახლოვით და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებით განპირობებულ ერთობაზე.

პანამერიკანიზმის ძირითადი დებულებები XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე წამოაყენა აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწემ ა. ჰამილტონმა და 1820-იან წლებში განავითარა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰ. კლეიმ ს. ბოლივარის „ლათინურ-ამერიკული ერთობის“ კონცეფციის საპირისპიროდ პანამერიკანიზმის მთავარი მიზნის განხორციელება – ამერიკის ქვეყნების პოლიტიკური კავშირის შექმნა, რომელშიც აშშ ლიდერის როლს შეასრულებდა, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო მხოლოდ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. 30-იან წლებში კი პანამერიკანიზმის დოქტრინამ გამოხატულება პოვა ფ. დ. რუზველტის მიერ გამოცხადებულ „კეთილი მეზობლის“ პოლიტიკაში. 40-იანი წლების დასასრულიდან პანამერიკანიზმს მიეცა ანტიკომუნისტური მიმართულება. ამ ტენდენციის გამოვლინებად იქცა პროგრამა „პროგრესისათვის კავშირი”, ფაქტობრივად პანამერიკანიზმის იდეებზე იყო აგებული აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა ლათინურ ამერიკაში.



წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები