პანამის კონგრესი 1826

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანამის კონგრესი 1826 – (პერუს, კოლუმბიის, მექსიკის და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების წარმომადგენელთა კონფერენცია), მიმდინარეობდა 22.VI – 15.VII ქ. პანამაში. მოიწვიეს ამერიკაში ესპანური კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ს. ბოლივარის ინიციატივით, რომელიც ცდილობდა ესპანური ამერიკის ერთ კონფედერაციად ან ფედერაციულ რესპუბლიკად გაერთიანებას. ჩილემ და არგენტინის ფედერაციულმა რესპუბლიკამ კონგრესში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. კონგრესზე მიიწვიეს აშშ, ასევე დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდი, რომელთაც კოლონიები ჰქონდათ ამერიკაში. აშშ-ის მონათმფლობელურ წრეებს არ სურდათ კონგრესში მონაწილეობა, კერძოდ, ისინი კატეგორიულად უარს ამბობდნენ, დახმარებოდნენ კუბას ესპანელთა ბატონობისაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლაში. აშშ-ის კონგრესში ხანგრძლივი დებატების შემდეგ, კონგრესზე გასაგზავნი დელეგატები დაამტკიცეს, მაგრამ დანიშნულების ადგილზე ჩასვლას ისინი არ ჩქარობდნენ და კონგრესის მუშაობაში ფაქტობრივად არ მონაწილეობდნენ. ბრიტანეთის მთავრობამ კონგრესზე ოფიციალური მეთვალყურე გაგზავნა, რომელსაც ხელი უნდა შეეშალა აშშ-თვის, განემტკიცებინა ლიდერის როლი ესპანურ ამერიკაში. კონგრესის მონაწილეებმა დადეს ხელშეკრულება სამუდამო კავშირის, ლიგის და კონფედერაციის შესახებ. აგრეთვე ხელშეკრულება, რომელმაც დააფიქსირა ჯარებისა და ფულადი სახსრების რაოდენობა, რომელიც თითოეულ სახელმწიფოს უნდა გადაეხადა კონფედერაციის ერთიანი შეიარაღებული ძალების შესაქმნელად, ამ ხელშეკრულებათა რატიფიკაცია მოახდინა მხოლოდ კოლუმბიამ. კონგრესის გადაწყვეტილებები არ განხორციელდა, რადგან ესპანური ამერიკის სახელმწიფოთა შორის წინააღმდეგობებმა, ს. ბოლივარის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლამ, ისევე როგორც ამ პროექტის მიმართ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მტრულმა დამოკიდებულებამ, სერიოზული სიძნელეები შეუქმნა კონფედერაციის შექმნას.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები