პანაფრიკანიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პანაფრიკანიზმი - იდეურ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ემყარება აფრიკის ხალხის ეთნიკური და კულტურული სიახლოვის, ისტორიული ბედის ერთიანობის აღიარებას და მათ ბრძოლას რასიზმის, კოლონიალიზმის და ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ.
პანაფრიკანიზმი აღმოცენდა XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე; I პანაფრიკული კონგრესი გაიმართა 1919 წელს პარიზში. მისმა იდეებმა განვითარება პოვა 1963 წელს დაფუძნებულ აფრიკის ქვეყნების ერთობის ორგანიზაციის საქმიანობაში.