პანგერმანიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანგერმანიზმი - იდეოლოგიური მოძრაობა და პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც ემყარება წარმოდგენებს გერმანულენოვანი ჯგუფის ხალხთა ეთნოკულტურული და ისტორიული ერთობის და რასობრივი განსაკუთრებულობის შესახებ. წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოს. გამოხატავდა გერმანიის მსოფლიო ბატონობის იდეას, გახდა საფუძველი პოლიტიკისა, რომელმაც გამოიწვია ორი მსოფლიო ომი. XX საუკუნის დამლევს პანგერმანიზმის იდეოლოგიას არ ჰქონდა საზოგადოებრივი მნიშვნელობა და არსებითი მხარდაჭერა გერმანულენოვან ქვეყნებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები