პანევროპა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„პანევროპა“ – პოლიტიკური პროექტი, რომელიც წამოაყენა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ა. ბრიანმა 1929 წლის სექტემბერში ერთა ლიგაში გამოსვლისას მან მხარი დაუჭირა ევროპის კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის „ფედერალური კავშირების“ დამყარებას „ეკონომიკური თანამშრომლობის პრობლემების“ გადასაჭრელად. 17.V.1930 მან ოფიციალურად მიმართა ევროპის 27 ქვეყნის მთავრობებს „ევროპის ფედერალური კავშირის რეჟიმის“ შექმნის წინადადებით. ვარაუდობდნენ, რომ ასეთი კავშირი დაეხმარებოდა ევროპის ქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით, გამოწვეული სიძნელეების გადალახვაში. „პანევროპის“ პროექტს მხარი არ დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და აშშ-ის მთავრობებმა.